ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს რუსეთის არსებობისთვის „კრიტიკულად მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს.
"პუტინისა და მედვედევის "რიტორიკა" არის საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი, რომელიც წარმოგვიდგენს უკრაინის ომს, როგორც ეგზისტენციუალურად მნიშვნელოვანს პოსტსაბჭოთა რუსეთის ფედერაციის გადარჩენისთვის.
პუტინის რიტორიკა შექმნილია რუსეთში ომის მხარდაჭერისთვის და დასავლეთში შიშის გაღვივებისთვის, რათა შეზღუდოს დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დაარწმუნოს დასავლეთი, აიძულოს კიევი, დაეთანხმოს რუსეთის მოთხოვნებს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინული ძალები სამხრეთ უკრაინაში საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადებიან. ISW-ს წინასწარი შეფასებით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს კონტრშეტევა ზაპოროჟიეს ოლქში, რომელიც ექსპერტების თქმით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია.